Сообщения

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლია-" კონფლიქტები, მათი გამომწვევი მიზეზები და მოგვარების ალტერნატიული გზები" "პროექტებით სწავლების  მოდულის" ტრენინგი ჩემთვის ძალიან ნიყოფიერი და მრავლისმომცემი იყო, ის ზერელე ცოდნა, რომელიც ტრენინგანდე გამაჩნდა, უფრო დავხვეწე,გადამივიდა უნარ-ჩვევაში, რაც ხელს შემიწყობს, უფრო პროდუქტიული გავხადო ჩემი შრომა მოსწავლეებთან, მოდული დამეხმარება, უფრო ნათელი და მკაფიო ინსტრუქციები მივცე მოსწავლეს, ვიყო მისთვის კარგი ფასილიტატორი, ეს კი ,თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მოსწავლეს დამოუკიდებელ საქმიანობაში. მსგავსი სამუშაო პროცესები  ასწავლის  მას თვითრეგულირებას, ურთიერთ და თვითშეფასებას, ,ჩამოუყალიბდება თანამშრომლობითი უნარები, მიიღებს სოციუმთან ადაპტირების გამოცდილებას. შეძლებს რთული სიტიაციიდან გამოსავლის მოძებნას, ეს უნარები კი ხელს შეუწყობს მას, გახდეს XXI საუკუნის ღირსეული მოქალაქე და თამამად უპასუხოს ეპოქის გამოწვევას.  მადლობა ქალბატონ ნინოს, რომ ასე მარტივი გახადა ჩემთვის, თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის პროცესი.

მერვე დღე

დღევანდელი დღის სამუშაო საკმაოდ ნაყოფიერი იყო ჩემთვის.  გავიმეორეთ წინა დღის მასალა.გავეცანი  "პროექტებით სწავლების მეშვიდე მოდულს, გავეცანი და შევადგინე ფასილიტაციის  ნიმუში. გამოვკვეთე კითხვები მოსწავლეთა  ჩართულობისა და მაღალი დონის  სააზროვნო  უნარების წახალისებისთვის. გავეცანი მზა პროექტის " კონკიას" გეგმას,  პროექტის გეგმაში გაწერილ პროცედურების ნიმუშს და ჩემი პროექტის გეგმაში დეტალურად გავწერე აქტივობები, რომლებიც ხელს შეუყწობს მოსწავლეებს XXI საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.    მადლობა ქალბატონ ნინოს, რომ დამიბრუნა საკუთარი თავისადმი რწმენა.

მეშვიდე დღე

დღეს გეგმის შავლონში შევავსე შეფასების მოკლე მონახაზი, რომელშიც აღვწერე შეფასევის ის მეთოდები და ინსტრუმენტები,რომლებსაც პროექტის დროს გამოვიყენებ. მოცემული მეექვსე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით. დამოუკიდებელი სწავლებისთვის შევქმენით შეფასების  ფორმა,ჩეკლისტი, რომლის საშუალებითაც მოსწავლეს ჩამოუყალიბდება თვითრეგულირებისა და ტანამშრომლობითი უნარები. მოსწავლეთა მხარდაჭერიშთვის შევქმენი "ჩემი ჟურნალის" ელ. ვერსია. გავეცანი დიფერენცირებულ სწავლებას სამი კატეგორიის მოსწავლეებისათვის.,ღომელთა ჩართვას პროექტში ადვილად მოვახერხებ ამ მასალაზე დაყრდნობით.ეს მიდგომები გავწერე გეგმის შაბლონში.

მეექვსე დღე

დღევანდელი მოდული დამეხმარა, კარგად გამეაზრებინა საპრეზენტაციო მასალის გლოგზე ატვირთვა. მეწყვილეს შევუფასე ნაშრომი. შევქმენი მოსწავლის შეფასების რუბრიკა, შეფასების დროის ჩარჩოში შევიტანე ცვლილება და ჩავამატე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის რუბრიკა. მოსწავლია სავარაუდო ნაშრომის რუბრიკა

მეხუთე დღე

დღევანდელი დღე ჩემთვის განსაკუთრებით გადამღლელი იყო,დავამთავრე მუშაობა პროექტის პრეზენტაციაზე და ავტვირთე ბლიგზე,შემდეგ შევაფასეთ ერთმანეთის  პროექტის პრეზენტაციის ნიმუშებში გაწერილი მიზნები,საკვანძო შეკითხვები,და ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევებზე მორგებული აქტივობები. ვისწავლე საავტორო უფლებების დაცვა,გავაკეთე შესაბამისი ტესტი, შევინახე საავტორო უფლებების შაბლონი,ვისწავლე ბუკმარკით საიტის დამახსოვრება დაინფორმაციის დავიწროება და ბოლოს დავიწყე მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე.

მეოთხე დღე

 ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა, როგორ გამოვიყენო უფრო პროდუქტიულად  განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასევის ფორმები რამდენიმე თვალსაზეისით. გავეცანი შეფასევის 5 სტრატეგიას თავისი ინსტრუმენტებით, შევქმენი  კითხვევბი წინარე  ცოდნის სტრატრგიისთვის.გავეცანი მზა პრეზენტაციებს და დავიწყე ჩემი პროექრისთვის პრეზენტაციის აწყობა.

მესამე დღე

მესამე დღე  პროექტის გეგმაში გავწერე სტანდარტი, ინდიკატორები და პროექტის მიზნები, ჩამოვაყალიბე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები.