დღეს გეგმის შავლონში შევავსე შეფასების მოკლე მონახაზი, რომელშიც აღვწერე შეფასევის ის მეთოდები და ინსტრუმენტები,რომლებსაც პროექტის დროს გამოვიყენებ. მოცემული მეექვსე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით. დამოუკიდებელი სწავლებისთვის შევქმენით შეფასების ფორმა,ჩეკლისტი, რომლის საშუალებითაც მოსწავლეს ჩამოუყალიბდება თვითრეგულირებისა და ტანამშრომლობითი უნარები. მოსწავლეთა მხარდაჭერიშთვის შევქმენი "ჩემი ჟურნალის" ელ. ვერსია. გავეცანი დიფერენცირებულ სწავლებას სამი კატეგორიის მოსწავლეებისათვის.,ღომელთა ჩართვას პროექტში ადვილად მოვახერხებ ამ მასალაზე დაყრდნობით.ეს მიდგომები გავწერე გეგმის შაბლონში.
ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში ხელს უწყობს 21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.მოსწავლეები ადვილად ითვისებენ შესაბამის სასწავლო მასალას და ასრულებენ შესაბამის დავალებებს..მოსწავლეები ადვილად სწავლობენ მეტი თვალსაჩინო მასალის გამოყენებით.მითუმეტეს როცა თავად ქმნიან პრეზენტაციებს ტექნოლოგიების გამოყენებით.
ОтветитьУдалитьგაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს თემატიკისა და ცნებების უკეთ გაგებისთვის, თემატიკის შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების განვითარებისთვის. პრეზენტაცია ძალიან მომეწონა.
კარგადაა შედგენილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი! ვფიქრობ, ბავშვები პროექტში ნასწავლ საკვანძო საკითხებზე ამომწურავ ცონდას სწორედ ამ ნაშრომში დააფიქსირებენ... წრმატებები თქვენს პორექტს!
Удалить