ჩემი პროექტის პორტფოლია-" კონფლიქტები, მათი გამომწვევი მიზეზები და მოგვარების ალტერნატიული გზები" "პროექტებით სწავლების მოდულის" ტრენინგი ჩემთვის ძალიან ნიყოფიერი და მრავლისმომცემი იყო, ის ზერელე ცოდნა, რომელიც ტრენინგანდე გამაჩნდა, უფრო დავხვეწე,გადამივიდა უნარ-ჩვევაში, რაც ხელს შემიწყობს, უფრო პროდუქტიული გავხადო ჩემი შრომა მოსწავლეებთან, მოდული დამეხმარება, უფრო ნათელი და მკაფიო ინსტრუქციები მივცე მოსწავლეს, ვიყო მისთვის კარგი ფასილიტატორი, ეს კი ,თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მოსწავლეს დამოუკიდებელ საქმიანობაში. მსგავსი სამუშაო პროცესები ასწავლის მას თვითრეგულირებას, ურთიერთ და თვითშეფასებას, ,ჩამოუყალიბდება თანამშრომლობითი უნარები, მიიღებს სოციუმთან ადაპტირების გამოცდილებას. შეძლებს რთული სიტიაციიდან გამოსავლის მოძებნას, ეს უნარები კი ხელს შეუწყობს მას, გახდეს XXI საუკუნის ღირსეული მოქალაქე და თამამად უპასუხოს ეპოქის გამოწვევას. მადლობა ქალბატონ ნინოს, რომ ასე მარტივი გახადა ჩემთვის, თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის პროცესი.
ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში ხელს უწყობს 21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.მოსწავლეები ადვილად ითვისებენ შესაბამის სასწავლო მასალას და ასრულებენ შესაბამის დავალებებს..მოსწავლეები ადვილად სწავლობენ მეტი თვალსაჩინო მასალის გამოყენებით.მითუმეტეს როცა თავად ქმნიან პრეზენტაციებს ტექნოლოგიების გამოყენებით.
ОтветитьУдалитьგაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს თემატიკისა და ცნებების უკეთ გაგებისთვის, თემატიკის შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების განვითარებისთვის. პრეზენტაცია ძალიან მომეწონა.
კარგადაა შედგენილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი! ვფიქრობ, ბავშვები პროექტში ნასწავლ საკვანძო საკითხებზე ამომწურავ ცონდას სწორედ ამ ნაშრომში დააფიქსირებენ... წრმატებები თქვენს პორექტს!
Удалить